The Georgian Public Opinion Research Association condemns draft laws on the transparency of foreign influence and believes that the presented legislative initiatives are against the European and Euro-Atlantic aspirations supported by Article 78 of the Constitution of Georgia and hinder Georgia's prospects for democratic development.
At the same time, these draft laws threaten the historical possibility of obtaining the status of a candidate for EU membership, which is the unshakable will and civilizational choice of the Georgian population.
The adoption of draft laws undermines the foundations of democracy, calls into question the realization of fundamental rights to freedom of speech and expression, and limits the full participation of the media and civil society in public processes. At the same time, this legislative initiative creates a deep gap between Georgia and its strategic partners, whose contribution is crucial in the construction of our statehood and democracy.
We call on the parliamentary majority to immediately stop the adoption of anti-constitutional draft laws against the will of the people of Georgia, so as not to threaten the peaceful and democratic development of the country. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს კანონპროექტებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ისტორიულ შესაძლებლობას, რაც საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება და ცივილიზაციური არჩევანია.
კანონპროექტების მიღება არყევს დემოკრატიის საფუძვლებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში. ამასთან ეს საკანონმდებლო ინიციატივა აჩენს ღრმა უფსკრულს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელთა წვლილი გადამწყვეტია ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის მშენებლობაში.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას